ცესკომ შუალედური არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 27 მაისს მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქის პარლამენტის შუალედური არჩევნების პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმი გამოაქვეყნა.

ოქმის თანახმად, 19 მაისის შუალედური არჩევნებისთვის აღნიშნული ოლქში ჯამში 43 908 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული, არჩევნებში მონაწილეობა კი – 15 022-მა ამომრჩეველმა მიიღო (34.2%). საარჩევნო ადმინისტრაციამ ბათილად 297 ბიულეტენი ცნო.

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში მონაწილეობას სულ 20 კანდიდატი იღებდა. ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, არჩევნების პირველი ტურის შედეგები ასეთია:

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ორ მთავარ კონკურენტს ვლადიმერ კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის არჩევნების მეორე ტური 9 ივნისს, კვირას გაიმართება. მთაწმინდაზე შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც აღნიშნული კვოტით არჩეული დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტი გახდა.

19 მაისს შუალედური და რიგგარეშე არჩევნები ერთდოულად 14 ოლქში ჩატარდა. ქართული ოცნების კანდიდატებმა მთაწმინდის გარდა, ყველა ოლქში გამარჯვება პირველი ტურში მოიპოვეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version