საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 15 იანვარს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, ზურაბიშვილმა და ბახტაძემ „სამომავლო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები განიხილეს“. მათ ასევე ისაუბრეს „მიმდინარე აქტუალური საკითხებისა და სამომავლო საერთაშორისო ვიზიტების შესახებ“.
პრეზიდენტმა პრემიერს ათონელის საპრეზიდენტო სასახლეში უმასპინძლა.