საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარ-ოქტომბერში

„საქსტატის“ მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის პირველ ათ თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.5 %-ით გაიზარდა და 10.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2018 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24.5 %-ით გაიზარდა და 2.75 მილიარდი აშშ დოლარია, იმპორტის მოცულობა 19.2%-ით გაიზარდა და 7.55 მილიარდი აშშ დოლარს გაუტოლდაა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 4.8 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

საანგარიშო პერიოდში საგარეო ვაჭრობის დეტალურ მონაცემებს „საქსტატი“ მომდევნო კვირას გამოაქვეყნებს.

Exit mobile version