სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული ვერტმფრენების შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.
„მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შეფასებისას.
დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებით ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, ხუთმა რუსულმა ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია და სოფლების მერეთისა და ზარდიაანთკარის თავზე გადაიფრინა.