პრემიერ-მინისტრმა ხუთი რეგიონის გუბერნატორი გაათავისუფლა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ შიდა ქართლის, მცხეთამთიანეთის, სამეგრელოზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და სამცხეჯავახეთის რეგიონების რწმუნებულები თანამდებობიდან გაათავისუფლა.

დღეს გამართულ ბრიფინგზე პრემიერმინისტრს რწმუნებულების გათავისუფლების კონკრეტული მიზეზები არ დაუსახელებია და მხოლოდ ის განაცხადა, რომ მთავრობის მიზნებიდან გამომდინარე, „აუცილებელია ახალი მიდგომები რეგიონის მართვასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციის თავლსაზრისით“.

პრემიერის გადაწყვეტილებით, თანამდებობები შემდეგმა გუბერნატორებმა დატოვეს:

პრემიერის განცხადებით, ის ახალ გუბერნატორებს საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარუდგენს, მათ შორის, იმერეთის ახალ რწმუნებულსაც. ეს თანამდებობა ვაკანტური მას
შემდეგ გახდა, რაც მიმდინარე წლის მარტში, გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ თანამდებობა ხონისა და ვანის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის გამო დატოვა.

საკუთარ თანამდებობებს ინარჩუნებენ რაჭალეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და კახეთის გუბერნატორები. დღეს მედიაში ინფორმაცია გურიის სამხარეო რწმუნებულის მერაბ ჭანუყვაძის მიერ თანამდებობის დატოვების შესახებაც გავრცელდა, თუმცა პრემიერს მისი გათავისუფლების შესახებ არ უსაუბრია.

დღესვე, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული პოლიტიკის კომპონენტი გამოეყოფა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გადავა, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს. მიმდინარე წლის 16 ივლისს, სოზარ სუბარი რეგიონული განვითარების საკითხებში პრემიერმინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

მამუკა ბახტაძის თქმით, დღემდე არსებული რეგიონული მართვის სისტემასამწუხაროდ ვერ პასუხობდაიმ გამოწვევებს, რაც დღესდღეობით რეგიონებშია, სტრუქტურის გადმოტანა კი რეგიონული პოლიტიკის წარმართვის მიმართულებით, „მთავრობის მაქსიმალურ ჩართულობასა და კოორდინაციას უზრუნველყოფს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version