არჩევნები 2017: ყოველკვირეული მიმოხილვა №3

2017 წლის 21 ოქტომბერს დანიშნულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, საქართველოს მოქალაქეები 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს პირდაპირი წესით აირჩევენ. 

არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, Civil.ge გთავაზობთ ყოველკვირეულ მიმოხილვას, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირებას წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობის, არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების, საარჩევნო ბლოკებისა და საინიციატივო ჯგუფების საქმიანობის, მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების, საარჩევნო პროცედურებისა და საარჩევნო პერიოდში დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

მიმოხილვის მესამე გამოცემაში 18-24 სექტემბრის კვირაში მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს გაგაცნობთ.

ბრძოლა თბილისის მერობისათვის – კანდიდატები საარჩევნო პროგრამების პრეზენტაციას განაგრძობენ:

კანდიდატების წარდგენა – პარტიებმა და საარჩევნო ბლოკებმა მერობისა და საკრებულოს წევრობის კანდიდატების საარჩევნო ადმინისტრაციისათვის წარდგენა დაასრულეს; დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობა“ მმართველი პარტიის წევრებით შეივსო; საინიციატივო ჯგუფების მიერ ნომინირებული დამოუკიდებელი კანდიდატები კი ძალისხმევას პოლიტიკური პარტიების წინააღმდეგ აერთიანებენ:

საპროტესო აქციები წინასაარჩევნო კამპანიის პარალელურად – ნაციონალური მოძრაობის საპროტესტო აქცია ბანკ „ქართუსთან“; პატრიოტთა ალიანსმა მორიგი აქცია ბათუმში გამართა:

არჩევნების მონიტორინგი და აღმოჩენილი დარღვევები – ევროპული საქართველო კანდიდატებზე თავდასხმების შესახებ იტყობინება; ენმ საარჩევნო ადმინისტრაციას ქართული ოცნების მითითებით მოქმედებაში ადანაშაულებს; რამდენიმე საარჩევნო უბანზე უცნობი პირები შეიჭრნენ; „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თბილისის მერიის ვიდეორგოლს ხელისუფლების სასარგებლო რეკლამად აფასებს:

საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა – ქვეყნის მასშტაბით 3634 საუბნო საარჩევნო კომისია მუშაობას შეუდგა; შინაგან საქმეთა მინისტრმა არჩევნებისთვის სპეციალური ბრძანება გამოსცა: 

Exit mobile version