პრეზიდენტი ტრამპი ვიქტორია ნულანდის შემცვლელს დაასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწედ ვეს მიტჩელის წარდგენას გეგმავს, განაცხადა თეთრმა სახლმა 19 ივლისს.  

მიტჩელი, რომელიც ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორია, ნატოსა და ტრანს-ატლანტიკური უსაფრთხოების საკითხების ხშირი მიმომხილველია. 

სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პოსტზე, მიტჩელი ევროპისა და ევრაზიის 50 ქვეყანასთან, მათ შორის საქართველოსთან, ასევე ნატოსთან, ევროკავშირთან და ეუთოსთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე იქნება პასუხისმგებელი.

ვიქტორია ნულანდმა, რომელიც პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2013 წლის სექტემბერში დანიშნა, თანამდებობა 2017 წლის იანვარში, პრეზიდენტ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ დატოვა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version