წლიური ინფლაცია ნულს ქვემოთ რჩება



წლიური ინფლაცია 2011 წლის იანვრიდან 2013 წლის აგვისტოს ჩათვლით. წყარო: საქსტატი

საქართველოში წლიურმა ინფლაციამ აგვისტოში -0.4% შეადგინა ივლისში არსებული 0.2%-იანი დეფლაციის შემდეგ, იტყობინება საქსტატი.

აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციამ ნული პროცენტი შეადგინა.

ტრანსპორტზე ფასები აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.2%-ით შემცირდა, ხოლო სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 1.2%-ით; ჯანდაცვის მომსახურებაზე ფასები 4.6%–ით, ხოლო სასტუმროებსა და კაფე-რესტორნებში 3.9%-ით გაიზარდა.

აგვისტოში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 3.75%–მდე შეამცირა, რაც ყველაზე დაბალ ნიშნულს წარმოადგენს 2008 წლის იანვრის შემდეგ, როცა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთების ყოველთვიურად განსაზღვრა დაიწყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version