საბანკო სექტორის წმინდა მოგებამ იანვარ-ივლისში 192.2 მლნ ლარი შეადგინა

საქართველოს საბანკო სექტორის წმინდა მოგება 2013 წლის პირველ შვიდ თვეში 86.6%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით და 192.26 მლნ ლარი შეადგინა, ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად.

ივლისის წმინდა მოგებამ  39.3 მლნ ლარი შეადგინა, თითქმის გაორმაგდა რა წინა თვესთან შედარებით. ეს მონაცემი 14.2 მლნ  ლარს შეადგენდა 2012 წლის ივლისში (მაშინ საქართველოში 19 კომერციული ბანკი ოპერირებდა; ამჟამად რაოდენობა 20-ს შეადგენს).

საბანკო სესხების მთლიანმა მოცულობამ 2013 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით 9.237 მლრდ ლარი შეადგინა, ეს მაჩვენებელი 1 ივლისის მდგომარეობით 9.27 მლრდ ლარი იყო, ხოლო შარშან 1 აგვისტოს მდგომარეობით – 8.55 მლრდ ლარი.

ვადაგადაცილებული სესხები 1 აგვისტოს მდგომარეობით 243.9 მლნ ლარს შეადგენდა, რაც საბანკო სესხების მთლიანი მოცულობის 2.6%-ს შეადგენს; ეს წილი შარშან ამავე პერიოდში 2.3%-ს შეადგენდა.

საქართველოში ამჟამად ოცი კომერციული ბანკი ოპერირებს, რომელთა მთლიანი აქტივები 1 აგვისტოს მონაცემებით, 15.1 მლრდ ლარს შეადგენს და 0.9%-ით მეტია წინა თვის მონაცემთან, ხოლო 7%-ით წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version