ივანიშვილი ლიტვას სტუმრობს

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ხუთშაბათს ლიტვაში ერდღიანი ვიზიტი დაიწყო, საიდანაც იგი პოლონეთში გამეგზავრება.

ლიტვაში, რომელიც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, ივანიშვილი შეხვდება ლიტვის პრეზიდენტს დალია გრიბაუსკაიტეს, პრემიერ-მინისტრს ალგირდას ბუტკევიჩიუსს და პარლამენტის თავმჯდომარეს ვიდას გედვილასს.

19 ივლისს ივანიშვილი, რომელსაც თან ახლავს სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, პოლონეთს ეწვევა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version