ივანიშვილი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმების წინააღმდეგია

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ იგი პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის შენარჩუნების მომხრეა. 

„მე ძალიან მომწონს ეს“, – განაცხადა მან ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში, რომელიც ეთერში 5 მარტს გავიდა, და დასძინა, რომ პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესი, რა თქმა უნდა, უცვლელი უნდა დარჩეს.

იანვარში „ქართული ოცნების“ რამდენიმე დეპუტატმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დაიწყოს დისკუსიები იმასთან დაკავშირებით, შენარჩუნდეს პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, თუ ის პარლამენტმა აირჩიოს. მათი თქმით, პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა ახასიათებს იმ საკონსტიტუციო მოდელებს, რომელზე გადასვლასაც საქართველო 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აპირებს და რაც პრეზიდენტის უფლებამოსილების მნიშვნელოვნად შემცირებას ითვალისწინებს.

პრემიერ–მინისტრმა ივანიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ზედმეტად არ უნდა დაკნინდეს იმით, რომ ეს არაპირდაპირი წესით არჩევითი პოსტი გახდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version