საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ მან საქართველოში საქმიანობის ლიცენზია მისცა Pasha Bank–ს, რომელიც აზერბაიჯანის ერთ–ერთ უდიდეს კერძო ბანკს წარმოადგენს და რომელიც ძირითადად კორპორატიულ კლიენტებზეა ორიენტირებული,
მისი ქართული ფილიალი Pasha Bank-ის პირველი უცხოური შვილობილი კომპანია იქნება.
ამჟამად საქართველოს საბანკო ბაზარი ოცი კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, Pasha Bank Georgia უკვე მესამე აზერბაიჯანული ბანკი იქნება საქართველოში უკვე მოქმედ „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველო"-სთან და „კავკასიის განვითარების ბანკის" თბილისის ფილიალთან ერთად.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)