პრემიერ–მინისტრი უარყოფს მთავრობაში ცვლილებების განხორციელების გეგმებს

პრემიერ–მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გამორიცხა ამ ეტაპზე მთავრობაში რაიმე ცვლილებების განხორციელება და უარყო ხმები, რომ ის ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის შეცვლას გეგმავს.

„რატომ ისმება ეს კითხვები გაუგებარია“, – უთხრა ივანიშვილმა ჟურნალისტებს, როდესაც მას შესაძლო სამთავრობო ცვლილებებზე ჰკითხეს, კერძოდ კი ენერგიტის მინისტრის შეცვლის თაობაზე. „კალაძეს რას ერჩით, გენიალური პიროვნებაა და ძალიან ცდილობს… მე მგონი ეს ჭორების დონეზეა და ოპონენტები თუ აგორებენ“.

„იგივე [ჭორები] არჩილ კბილაშვილთან დაკავშირებითაც ააგორეს.  არჩილ კბილაშვილიც და კალაძეც ჩემთვის არიან ძალიან საინტერესო პიროვნებები…  და ძალიან წესიერები“, – განაცხადა ივანიშვილმა და დასძინა, რომ პირადად იგი კმაყოფილია მათი მუშაობით. მან ასევე განაცხადა, რომ სამიზნედ „საუკეთესო ხალხი შეარჩიეს“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version