ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონსა და "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც კლინტონმა ივანიშვილს და მის გუნდს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა, განაცხადა კოალიციამ 4 ოქტომბერს.
„ჰილარი კლინტონმა და ბიძინა ივანიშვილმა საუბრისას ხაზი გაუსვეს შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას. ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს შემდგომ თანამშრომლობაზე“, – განაცხადა „ქართულმა ოცნებამ“ და დასძინა, რომ ივანიშვილმა „აღნიშნა შეერთებული შტატების მნიშვნელოვანი წვლილი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებაში“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)