საქსტატი: იანვარში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა


წლიური ინფლაცია თვეების მიხედვით, 2010 წ-ის იანვრიდან 2012 წ-ის იანვრამდე. წყარო: "საქსტატი"

საქართველოში წლიური ინფლაციის დონე დეკემბერში არსებული 2%–დან იანვარში 0.5%–მდე შემცირდა, განაცხადა „საქსტატმა“ 3 თებერვალს.

იანვარში სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასები 1.6%–ით, ხოლო  კავშირგაბმულობის ფასები 7.7%–ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.   

„საქსტატის“ ინფორმაციით, იანვარში ტრანსპორტის ფასები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.8%–ით, ხოლო წყლის, ელექტროენერგიის, გაზის ფასები 2.7%–ით გაიზარდა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, რომელმაც დეკემბერში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 6.5%–მდე შეამცირა, განაცხადა, რომ წლის პირველ ნახევარში ინფლაცია დაბალ დონეზე შენარჩუნდება და მართალია ზაფხულიდან მისი ზრდაა მოსალოდნელი, წლიური დონე საპროგნოზო მაჩვენებელზე დაბალი იქნება. მთავრობის პროგნოზით, 2012 წელს ინფლაციის დონე 6% იქნება.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version