ივანიშვილი თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკელების წარმომადგენლებს შეხვდა


მარცხნიდან მარჯვნივ: თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია; ბიძინა ივანიშვილი; რესპუბლიკელების ლიდერი დავით უსუფაშვილი, 25 ნოემბერი. ფოტო: ივანიშვილის პრესსამდივნო.

ოპოზიციონერი მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი 25 ნოემბერს ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს.

შეხვედრაში, რომელიც ივანიშვილის რეზიდენციაში გაიმართა, ორი პარტიის მმართველი ორგანოების ათობით წარმომადგენელი და მათი ლიდერები ირაკლი ალასანია და დავით უსუფაშვილი მონაწილეობდნენ.

შეხვედრის შემდეგ რესპუბლიკური პარტიის და თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, მათ შორის ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნის გზით, რომლებიც მთელ რიგი მიმართულებებით იმუშავებენ, დაწყებული პოლიტიკიდან და უსაფრხოებიდან და სოფლის მეურნეობით დამთავრებული.

ცოტა ხნის წინ ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი კოალიცია შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს სხვა პარტიების შეერთების გზით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version