ცხინვალმა დაკავებული ათი ქართველი გაათავისუფლა

ცხინვალში ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ათი ქართველი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც 22 ივნისს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ჯავის რაიონულმა სასამართლომ მათი რეგიონიდან „გაძევების“ შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ონის რაიონის სოფელ ღარის ათი მკვიდრი შაბათ–კვირას დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ რელიგიური დღესასწაულის „საჯვარეობის“ აღნიშვნა მოისურვეს ჯავის რაიონში.

თბილისმა დაგმო „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების გატაცება“ და მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version