ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა

ავღანეთში ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ნაღმზე აფეთქების შედეგად უმცროსი სერჟანტი ლავროსი ივანიაძე გარდაიცვალა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 27 მაისს. 

სერჟანტი ივანიაძე, რომელიც ავღანეთში 33-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში მსახურობდა, 2007-2008  წლებში სამშვიდობო მისიით ერაყშიც იმყოფებოდა.

ამ ბოლო შემთხვევის ჩათვლით, სულ 8 ქართველი სამხედრო დაიღუპა ავღანეთში მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2009 წლის ნოემბერში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციას შეუერთდა.

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების რაოდენობა  2010 წლის აპრილიდან, დაახლოებით, 950-მდე გაიზარდა. მიმდინარე წლის თებერვალში კი საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება ავღანეთში ადგილობრივი შეიარაღებული ძალების გასაწვრთნელად საარტილერიო ინსტრუქტორთა ჯგუფი გაგზავნოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version