უშიშროების საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ფუნქცია ექნება

ეროვნულ უშიშროების საბჭოს ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შემცველი ყველა ტიპის კრიზისული სიტუაციების უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე ხელმძღვანელობის, მართვისა და კოორდინაციის უფლებამოსილება ექნება.

შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება პარლამენტმა მესამე მოსმენით დღეს დაამტკიცა.

ეროვნულმა უშიშროების საბჭომ, რომელიც პრეზიდენტის სათათბირო ორგანოა, დეკემბერში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, კიდევ ერთი ახალი ფუნქცია შეიძინა – კერძოდ, თავდაცვის სამინისტროს ნაცვლად, მას დაეკისრა საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის შემუშავების უფლებამოსილება.

ნოემბერში უშიშროების საბჭოს მდივნად გიგა ბოკერია დაინიშნა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version