შვეიცარიამ ჟურნალისტ კომახიძეს თავშესაფარი მისცა

შვეიცარიის საელჩომ თბილისში 27 ივლისს დაადასტურა, რომ შვეიცარიამ ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძეს თავშესაფარი მიანიჭა.

საგამოძიებო ჟურნალისტმა ვახტანგ კომახიძემ, რომელიც თბილისში სტუდია "რეპორტიორს" ხელმძღვანელობდა, შვეიცარიის ხელისუფლებას თავშესაფარი თებერვალში სთხოვა და ამის მიზეზად მის და მისი ოჯახის წინააღმდეგ ხელისუფლების მხრიდან „აგრესიული მუქარები“ დაასახელა.
 
კომახიძემ მაშინ განაცხადა, რომ ეს მუქარები მას შემდეგ გაძლიერდა რაც 2009 წლის დეკემბერში ის ცხინვალში იმყოფებოდა, სადაც ახალი ფილმისთვის, რომელიც აგვისტოს ომს ეხება, მასალებს აგროვებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version