რასმუსენი საქართველოს ადგილობრივ არჩევნებზე

30 მაისს საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებს ”დადებითი გავლენა” ექნება ნატოსა და საქართველოს შორის ურთიერთობებზე, განაცხადა 1 ივნისს ნატოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფოგ რასმუსენმა.

მან ეს განცხადება გააკეთა, როდესაც ქართველი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის, შეკითხვას პასუხობდა.

”ჩვენ მივესალმებით, რომ ეს არჩევნები ჩატარდა ისე, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აღიარა როგორც თავისუფალი და სამართლიანი. თქვენ მკითხეთ რა გავლენა ექნება ამას საქართველოს ნატოსთან ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, დადებითი. მაგრამ ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს ჩვენი მოლოდინი იყო, რომ ეს არჩევნები ისე ჩატარდებოდა, რომ შეფასდებოდა როგორც სამართლიანი და თავისუფალი. რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანი ნაწილია იმ ვალდებულებებისა, რომელიც საქართველოს ყოველწლიური ეროვნული პროგრამის და ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში აქვს აღებული,” – განაცხადა რასმუსენმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version