აშშ საქართველოს ადგილობრივი არჩევნების შესახებ

ეუთოს სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნის ანალოგიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც განაცხადა, რომ საქართველოს 30 მაისის ადგილობრივ არჩევნებზე დაფიქსირდა პროგრესი იმ საერთაშორისო სტანდარტების შესრულებისკენ, რომლებიც დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვისაა საჭირო.

”თუმცა, ჩვენ ასევე ვეთანხმებით ეუთოს, რომ მნიშვნელოვანი ნაკლოვანებების მოგვარებაა საჭირო,” – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ 2 ივნისს.

”ჩვენ მივესალმებით ცენტრალური საარჩევნო კომისიის მცდელობებს გამჭირვალობის გაზრდისა და საარჩევნო საჩივრებზე რეაგირების კუთხით,” – განაცხადა მან.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა 2 ივნისს, რომ ხუთი უბნის შედეგები გაუქმდა ხმების დათვლის დროს დაფიქსირებული დარღვევების გამო, ხოლო ერთ შემთხვევაში – მესტიის ოლქში – ხმების შემაჯამებელი ოქმი საერთოდ არ არსებობდა. 

ცესკომ საბოლოო შემაჯამებელი ოქმი 23 ივნისამდე უნდა დაამტკიცოს.

   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version