კარასინი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 4 მარტს ჰანსიორგ ჰაბერს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.

”საუბრისას განიხილეს ქართულ-სამხრეთ ოსურ საზღვარზე არსებული სიტუაცია და რუსეთის მხარის ურთიერთქმედების საკითხები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან,”- იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

Exit mobile version