ჰამერბერგი მოსკოვში კარასინს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 15 დეკემბერს მოსკოვში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს თომას ჰამერბერგს შეხვდა, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.

”საუბრის დროს მხარეებმა განიხილეს მთელი რიგი საკითხები ქართულ-სამხრეთ ოსური კონფლიქტის შედეგების მოგვარების შესახებ რეგიონში კომისრის ბოლო ვიზიტის ჭრილში, ასევე ამიერკავკასიაში საერთაშორისო ყოფნის პერსპექტივები,” – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყებამ.

ამავე განცხადების თანახმად, კარასინმა და ჰამერბერგმა ”ხაზი გაუსვეს ჰუმანიტარული პრობლემების, და მათ შორის ნდობასთან და ქართული და სამხრეთ ოსური მხარეების მიერ დაკავებულ პირთა ორმხრივ გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების საჭიროებას”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version