კარასინი მოსკოვში ნოღაიდელს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 24 ნოემბერს მოსკოვში ვიზიტად მყოფ ყოფილ პრემიერ-მინისტრს,  მოძრაობა სამართლიანი საქართველოს ლიდერს ზურაბ ნოღაიდელს შეხვდა, იტყობინებიან რუსეთის საგარეო უწყება და ნოღაიდელის პრესსამსახური.

”აზრთა საგნობრივი გაცვლის დროს გაგრძელდა რუსულ-ქართული ურთიერთობებში არსებული პრობლემური მდგომარეობის სხვადასხვა ასპექტების განხილვა. კერძოდ, ხაზი გაესვა ჰუმანიტარული კონტაქტების მნიშვნელობას ორი ქვეყნის მოქალაქეებს შორის,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.

ზურაბ ნოღაიდელის და გრიგორი კარასინის ეს უკვე მეორე შეხვედრაა 27 ოქტომბრის შემდეგ, როცა მათ მოსკოვში წინა შეხვედრისას ”რუსულ-ქართული გართულებული ურთიერთობები” განიხილეს.

ნოღაიდელი დღეს მოსკოვში, სადაც 22 ნოემბრიდან იმყოფება, ქართულ დიასპორასთან რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის, მიხეილ ხუბუტიას მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version