საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ რუსული ტელეკომპანიები დააჯარიმა

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული ტელეკომპანიები  – ”РЕН ТВ”, ”НТВ”, ”ТВ-Центр”, ”Россия”, ”Культура” –  50 ათასი ლარით დააჯარიმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უნებართვო მაუწყებლობის გამო.

კომისიის პრესსამსახური იტყობინება, რომ ”დანაშაულის” განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში, ჯარიმა უკვე 500 ათას ლარს მიაღწევს.

საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კრძალავს სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის უნებართვო სამეწარმეო საქმიანობას.

ამ მოტივით, შარშან ოქტომბერში კომუნიკაციების კომისიამ რუსეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი და რუსეთის სახელმწიფო რადიოსადგური ”ვესტი FM” ულიცენზიოდ მაუწყებლობის გამო დააჯარიმა

იმავდროულად, რუსული არხები, რომლებზეც ახალი ამბები გადის, კვლავ დაბლოკილი რჩება საქართველოში. ქართულმა საკაბელო არხებმა რუსული ტელეარხების მაუწყებლობა 8 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დროს ხელისუფლების მითითების საფუძველზე შეწყვიტეს. ეს რუსული არხები ხელმისაწვდომია მხოლოდ იმ ტელემაყურებლისთვის, რომელთაც სატელიტური ანტენები აქვთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version