ოპოზიცია სამ აქტივისტზე თავდასხმის შესახებ იტყობინება

ოპოზიციის განცხადებით, მისი ორი აქტივისტი ცემეს გასულ ღამეს თბილისის ცენტრში, პარლამენტის წინ დემონსტრაციის ადგილიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში.

ტელეკომპანიებმა უჩვენეს კადრები, სადაც ჩანს ოპოზიციის ერთ-ერთი აქტივისტი ქუთაისიდან თავის არეში მიყენებული დაზიანებებით.

რესპუბლიკურმა პარტიამ განაცხადა, რომ ასევე გუშინ ღამით სცემეს პარტიის ყვარლის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელს ვანო ლომიძეს. ლომიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ყვარელის მახლობლად დაესხნენ თავს, როდესაც ის თბილისიდან ყვარელში ბრუნდებოდა. მისი თქმით, თავდამსხმელებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს მას და მის მანქანა დაწვეს. ტელევიზიებმა დამწვარი მანქანის კადრებიც უჩვენეს.   

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version