სააკაშვილმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა

ქვემოთ მოცემული პარლამენტში პრეზიდენტ სააკაშვილის რიგით მეხუთე ყოველწლიული გამოსვლის ძირითადი პუნქტები. მის გამოსვლას დეპუტატები, მთავრობის წევრები, უცხოელი დიპლომატები და ბიზნესმენები ესწრებიან.

პრეზიდენტის ერთსაათიანი გამოსვლის შემდეგ გამოცხადდა შესვენება, რომლის დასრულების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერები, ასევე ფრაქციის ხელმძღვანელები სიტყვით გამოვიდნენ. დებატების დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტი შემაჯამებელი საპასუხო სიტყვით გამოვა.  

ქრისტიან-დემოკრატების საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა თავის გამოსვლაში აქცენტი ეკონომიკაზე გააკეთა და ჰკითხა პრეზიდენტს, თუ როგორ აპირებდა მთავრობა უმუშევრობის პრობლემის მოგვარებას, მიაჩნია თუ არა მას საჭიროდ ანტი-მონოპოლიური სამსახურის აღდგენა; რა კონკრეტული ზომებია დაგეგმილი სოფლის მეურნეობის დასახმარებლად და ”ქართველი გლეხების დასაცავად”; რატომ არ გახდა საჯარო მემორანდუმი ”ოკუპანტ სახელმწიფოსთან” – მას მხედველობაში ჰქონდა რუსულ კომპანია ”ინტერ რაოსთან” დადებული მემორანდუმი ენგურჰესის ერთობლივ მართვაზე; ახვლედიანმა ასევე ჰკითხა პრეზიდენტს დემოკრატიის შესახებ და უთხრა მას, რომ მისი მმართველობის დროს დემოკრატიული ღირებულებების გაუფასურება მოხდა; მან ასევე ჰკითხა პრეზიდენტს, თუ რატომ არ იქნა გამოძიებული 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენები და რატომ არ დაისაჯნენ დამნაშავეები გადაჭარბებული ძალის გამოყენების გამო; თავის გამოსვლაში ახვლედიანმა ასევე წამოწია გირგვლიანის და რობაქიძის თემა.   

საპარლამენტო  ფრაქციის ”ძლიერი საქართველო” თავმჯდომარემ, დეპუტატმა გია თორთლაძემ განუცხადა პრეზიდენტს, რომ მნიშვნელოვანია ”სამართლიანობის აღდგენა”; უნდა შეწყდეს პოლიტიკური ზეწოლა მოსამართლეებზე; პატიმართა მდგომარეობა მძიმეა – თუმცა ბოლო წლებში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული; კერძო საკუთრების უფლებები ირღვევა; არსებული საარჩევნო კოდექსი უნდა შეიცვალოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; აგვისტოს ომის შემდეგ გადაადგილებულ პირთა პრობლემები გვარდება, თუმცა აფხაზეთის კონფლიქტის შედეგად გამოდევნილი მოსახლეობა ”მივიწყებულია”; ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური ზეწოლისგან.  მედია ჩივის ზეწოლის გამო – მოდით შევქმნათ პრესის სახლი და მათ ამ მიზნით შენობა გამოვუყოთ; რატომ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერების, სერგეი ბაღაფშის და ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ; ჩვენ გთავაზობთ შეიქმნას ეროვნული ანალიტიკური ცენტრი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ საინფორმაციო ომის შესახებ რეკომენდაციებს გასცემს.  

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის დეპუტატმა გიორგი გაბაშვილმა განაცხადა: ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტისგან კონკრეტული წინადადებები, თუ რა არის დაგეგმილი არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, ჯანმრთელობის დაზღვევის შემოთავაზება არის ”რევოლუციური გარღვევა” ამ სისტემაში; ჩვენ მოვისმინეთ შემუშავებული გეგმა, თუ როგორ მოვაგვაროთ სერიოზული გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ და ჩვენ მოვაგვარებთ ამ პრობლემებს ლიბერალური ეკონომიკური პრინციპების გზით; არანაირი მემორანდუმი არ ყოფილა ხელმოწერილი ”ოკუპანდ ქვეყანასთან”, მემორანდუმი იქნა ხელმოწერილი კომპანიასთან ენერგო სექტორის წინაშე არსებული საფრთხეების მინიმუმამდე დასაყვანად. პრეზიდენტის გამოსვლა შეიცავდა ნათელ გზავნილს პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ოპონენტებთან თანამშრომლობის ერთადაერთი გზა არის დიალოგი. 

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა თავის გამოსვლაში: ”გასული წლის მოვლენებმა მწარედ დაგვანახა, რომ ვერ შეიქმნა ისეთი პოლიტიკური სისტემა, რომელიც ქვეყნის შიდა თუ გარე საფრთხეების თავიდან აცილებაზე იქნებოდა ორიენტირებული – ესაა შედეგი ერთი მხრივ, პასუხისმგებლობას მოკლებული ხელისუფლებებისა და მეორეს მხრივ პერმანენტული რევოლუციებისა. ქრისტიან-დემოკრატები ვიბრძვით სისტემური ცვლილებებისათვის და უარს ვამბობთ იმ დამღუპველ გზაზე, რასაც რევოლუცია ქვია”; მოგიწოდებთ თქვენ [პრეზიდენტს] ჩაერთოთ კონსტრუქციულ დიალოგში ოპოზიციასთან; ჩვენ გამოვდივართ ინიციატივით შეიქმნას საკონსტიტუციო კომისია, რომელიც იმუშავებს მმართველობის არსებული სისტემის შეცვლაზე და რომლის მიზანიც იქნება საქართველო ერთპიროვნული პრეზიდენტობის გარეშე; მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სატელევიზიო თოქშოუებია, კვლავ პრობლემად რჩება სარედაქციო პოლიტიკის დამოუკიდებლობის ნაკლებობა სახელმწიფო ტელევიზიებში; აგვისტოს ომი არის რუსეთთან 200-წლიანი ომის მხოლოდ მცირე ნაწილი და ეს ომი ჯერ არ დამთავრებულა.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დეპუტატმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა: რუსეთს სურს ჰყავდეს თბილისში მარიონეტული მთავრობა, ისეთი როგორიც ცხინვალში და სოხუმშია; სტაბილურობის გზით და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ რუსეთის მიმართ ”პრინციპული მიდგომის” შემთხვევაში, ”ჩვენი მტერი” იძულებული გახდება ჩვენი ტერიტორიების დე-ოკუპაცია მოახდინოს; დემოკრატიული რეფორები საერთაშორისო ორგანიზაციების დასანახად კი არ გვჭირდება, არამედ ეს ჩვენი ქვეყნისთვის გვჭირდება; როდესაც დეპუტატმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, ის მოუწოდებდა შევარდნაძეს გაეკეთებინა არჩევანი დემოკრატიის სასარგებლოდ, უმჯობესია ის აჭარაში ჩავიდეს და იქ ნახოს განსხვავება დღევანდელ აჭარას და წინა წლების აჭარას შორის; ბატონო პრეზიდენტო. ჩვენი [მმართველი პარტიის] პოზიციაა, რომ პრეცედენტი, რომელიც შარშან იქნა დაშვებული არჩევნების დანიშვნის თაობაზე არ იქცეს წესად; ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები ქვეყნის და არა პოლიტიკური პარტიების ინტერესებიდან გამომდინარე. არჩევნების დანიშვნა ქვეყანას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის.

დეპუტატების კომენტარების შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოკლე შესვენება მოითხოვა მთავრობის წევრებთან კონსულტაციების გამართვის მიზნით განაცხადა რა, რომ ეს იმის საჩვენებლად კეთდება, რომ გადაწყვეტილებები მის მიერ ერპიროვნულად არ მიიღება.

შესვენების შემდეგ სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის შეფასებებს უპასუხა:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version