ომის შემდეგ ტურიზმი 80%-ით დაეცა – ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს ”რებრენდინგი” სჭირდება უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის ხელახლა შესაქმნელად, რათა ტურისტები მოიზიდოს, განუცხადა ეკონომიკის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა ჟვანიამ 3 თებერვალს დეპუტატებს საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტებიდან.

”რუსეთის აგრესიის შემდეგ ჩვენი ტურიზმი 80%-ით დაეცა, რაც სერიოზული დარტყმაა მრეწველობისთვის, მათ შორის სასტუმროებისა და მომსახურეობის სექტორისთვის,” – განაცხადა ჟვანიამ. ”ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორი, რომელსაც შესწევს უნარი სწრაფად შექმნას სამუშაო ადგილები. ახლა საქართველოს ”რებრენდინგი” სჭირდება, რაც ნიშნავს შევახსენოთ პოტენციურ ტურისტებს, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა”.

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო ვიზიტებმა 2007 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია – 1.051 მილიონი, ხოლო უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა, რომელთაც გადაკვეთეს საქართველოს სახელწმიფო საზღვრები, 7%-ით გაიზარდა 2006 წელთან შედარებით. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version