პოლიცია ორი ”ჯაშუშის” საქმეზე დუმილს ამჯობინებს

საქართველოს ორი მოქალაქე, რომლებიც ჯაშუშობის და უკანონო სამხედრო ფორმირების შექმნის ბრალდებით დააპატიმრეს, სულ ცოტა ორ თვეს გაატარებს წინასწარ პატიმრობაში, იტყობინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

გრიგოლ მინასიანი და სარქის აკოფჯანიანი 22 იანვარს დააკავეს; მას შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, მათ შორის იმაზე, თუ რომელი ქვეყნის სასარგებლოდ ახორციელებდნენ ისინი ჯაშუშობას.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა შოთა ხიზანიშვილმა 30 იანვარს Civil.Ge-ს განუცხადა, რომ მას არ აქვს უფლება დეტალებზე ისაუბროს, რადგანაც მიმდინარეობს გამოძიება.

სომხური და რუსული მედიის ცნობით, ახალციხეში დაპატიმრებული ორივე პიროვნება კავშირში არიან სომხეთის რევოლუციურ ფედერაციასთან (დაშნაკცუტიუნი).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version