მოსკოვი დაძაბულობის განმუხტვას ცდილობს – რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი

რუსეთი ”კონსტრუქციული და პასუხისმგებელი შუამავალია”, რომელიც ცდილობს სამხრეთ ოსეთში დაძაბულობის განმუხტვას, განუცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ბორის მალახოვმა ”იტარ-ტასს” 6 აგვისტოს.

”რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ესაუბრა სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს და შერეული სამშვიდობო ძალების სარდალს მარატ კულახმეტოვს,” – განაცხადა მალახოვმა. ”ჩვენ ასევე კონტაქტები გვაქვს ქართულ მხარესთან”.

”სამხრეთ ოსეთში არსებული ვითარება ადვილი არ არის და საჭიროა ზომების მიღება კონფრონტაციის შესამცირებლად,” – დასძინა მან.

დღესვე ”ინტერფაქსი” იტყობინებოდა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო შეხვედრა გაიმართა. 

Exit mobile version