საქართველოს საგარეო უწყების დელეგაცია მოსკოვში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგოლ ვაშაძე მოსკოვში თავის რუს კოლეგას გრიგორი კარასინს ხვდება.

შეხვედრის დაწყებამდე ვაშაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადა, რომ ორმხრივი ურთიერთობების ყველა ასპექტზე გაამახვილებს ყურადღებას.

”ორ პრეზიდენტს [მიხეილ სააკაშვილს და დიმიტრი მედვედევს] შორის ისეთმა ურთიერთობამ დაიწყო ჩამოყალიბება, რაც ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს,”- განაცხადა მან.

ვაშაძემ ასევე განაცხადა, რომ ”ბევრ ლაპარაკს” არ აპირებს ზუგდიდში მომხდარი ინციდენტი შედეგად ქართული მხარის მიერ რუსი სამშვიდობოებისთვის ჩამორთმეული იარაღის დაბრუნების შესახებ, რასაც რუსული მხარე დღემდე უშედეგოდ მოითხოვს დაჟინებით თბილისისგან.

”მთავარია მოსკოვში პრინციპული საკითხები გადავჭრათ და ამ იარაღს მოევლება,”- აღნიშნა მან. 

Exit mobile version