კარასინი მოსკოვში ჟან არნოს შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 18 ივნისს მოსკოვში გაეროს გეერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოში ჟან არნოს შეხვდა. 

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა განიხილეს აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება და ხაზი გაუსვეს ”რეგიონში დაძაბულობის დეესკალაციის და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენის საჭიროებას”.

Exit mobile version