რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ დღეს მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტები განიხილეს.
”აღინიშნა დაძაბულობის დეესკალაციის საჭიროება კონფლიქტურ რეგიონში,”- იუწყება რუსეთის საგარეო უწყება შეხვედრის შესახებ.