კარასინმა და სემნებიმ საქართველოს კონფლიქტები განიხილეს

27 მაისს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს მოსკოვში პიტერ სემნები, სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეხვდა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების თემა განიხილა.

რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრა ევროკავშირის მხარის ინიციატივით შედგა.

”მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში განვლილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე და ასევე რუსეთისა და ევროკავშირის ურთიერთქმედებაზე კონფლიქტის ზონების სოციალურ-ეკონომიკური რეაბილიტაციის საქმეში,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

Exit mobile version