თბილისის რეაქცია სომხეთის მოვლენებზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ 3 მარტს იმედი გამოთქვა, რომ სომხეთი უმოკლეს დროში გადალახავს არსებულ კრიზისს.


”ეს ყველაფერი თქვენთვისაც და ჩემთვისაც მძიმე სანახავი იყო. ვიტყვი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ღმერთმაც და ყველა კონკრეტულმა ნაბიჯმაც, რომელიც საქართველოში გადაიდგა, გადაგვარჩინა მსგავსი უბედურებისგან,” –  განაცხადა ბურჯანაძემ. ”მინდა ვუსურვო, სომეხ ხალხს და მის ხელისუფლებას რაც შეიძლება სწრაფად გადალახონ  ეს კრიზისი”.


პრეზიდენტ სააკაშვილს 2 მარტს სატელეფონო საუბარი ჰქონდა თავის სომეხ კოლეგასთან რობერტ ქოჩარიანთან. ”საქართველოს ლიდერმა მხარდაჭერა გამოხატა სომეხი ხალხის და სომხეთის ხელისუფლების მიმართ,” – განაცხადა სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურმა.   

იმავდროულად, საქართველოს ოპოზიციურმა პარტიებმა რესპუბლიკელებმა და კონსერვატორებმა დაგმეს ერევანში 1 მარტს ოპოზიციური მიტინგის ძალადობრივი მეთოდებით დარბევის ფაქტი.

”ამიერკავკასიის ქვეყნებში უკვე ტენდეციის სახეს იღებს პოლიტიკური მემკვიდრეების დანიშვნა, არჩევნების ტოტალური გაყალბება და პოლიტიკური თავისუფლებების მკაცრი შეზღუდვა,”- ნათქვამია კონსერვატიული პარტიის განცხადებაში.



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version