HRW საქართველოს შესახებ მორიგ ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოში 7 ნოემბერს მომხდარმა მოვლენებმა ”სერიოზული კრიზისი გამოიწვია ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით”, განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ Human Rights Watch-მა 31 იანვარს გამოქვეყნებულ ყოველწლიურ ანგარიშში.


”კრიზისი წარმოიშვა მმართველ პოლიტიკურ ელიტასა და მის მხარდამჭერებს შორის არსებული მიდგომის გამო, რომ თითქოს მოკლევადიანი, მცირე დარღვევები ადამიანის უფლებათა სფეროში გამართლებულია უფრო ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობის მიზნით,” – ნათქვამია ანგარიშში, ”თუმცა, ამგვარი მიდგომა საქართველოს საერთაშორისო სტანდარტებს აშორებს და წარმოადგენს საფრთხეს თავისუფლებისთვის”.


ანგარიში ასევე აღნიშნავს, რომ ნოემბრის მოვლენებამდე საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი ”თავს იკავებდა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული კომპრომისების გაკრიტიკებისგან”.  


ანგარიშში ასევე საუბარია ციხეების გადატვირთვაზე; თავისუფალი სასამართლო პროცესის შეზღუდვაზე და საკუთრების უფლების შელახვაზე.   

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version