პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩართვა შეცდომა იყო – გამყრელიძე

ბიზნესმენის და პრეზიდენტობის კანდიდატის ბადრის პატარკაციშვილის პოლიტიკაში ჩართვა შეცდომა იყო, განაცხადა ახალი მემარჯვენეების საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით გამყრელიძემ.


”შეცდომა იყო ბატონი ბადრის მხრიდან პოლიტიკაში ასე აქტიურად ჩართვა იმიტომ, რომ ის იყო ტელეიმედის მფლობელი და ჟურნალისტები, რა თქმა უნდა, გარკვეულ უხერხულობას მუდმივად გრძნობდნენ,”- განაცხადა 26 დეკემბერს გამყრელიძემ, ”მე ვფიქრობ, რომ ჯობდა ის ყოფილიყო პირდაპირი პოლიტიკის გარეთ  იმიტომ, რომ ყველაზე დიდი პოლიტიკა იყო სწორედ თავისუფალი მედიის მხარდაჭერა, ტელეიმედის არსებობა ამ ქვეყანაში, რომელიც უზრუნველყოფდა სიტყვის თავისუფლებას და აზრის გამოხატვის თავისუფლებას”.


ხელისუფლების მიერ შეთქმულების გეგმებთან დაკავშირებით პატარკაციშვილის აუდიო და ვიდეო ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ტელეკომპანია ”იმედის” მუშაობა, რომელიც ექვსმა წამყვანმა ჟურნალისტმა  დღეს ოფიციალურად დატოვა, პარალიზებულია.

Exit mobile version