ბეჟუაშვილისა და ლავროვის შეხვედრა მადრიდში იგეგმება

საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა გელა ბეჟუაშვილმა და სერგეი ლავროვმა შესაძლოა 29-30 ნოემბერს მადრიდში, დაგეგმილი ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართონ.


შეხვედრის მომზადების საკითხი განიხილეს საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეებმა ნიკოლოზ ვაშაკიძემ და გრიგორი კარასინმა 26 ნოემბერს გამართულ სატელეფონო საუბარში, რომელიც ასევე შეეხო ქართულ-რუსული ურთიერთობების აქტუალურ საკითხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version