ოპოზიცია მიესალმება ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებს

ათი ოპოზიციური პარტიისგან შექმნილი კოალიცია მიესალმა პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივას 5 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების გამართვის თაობაზე, რაც პოლიტიკური კრიზისის დასასრულზე მიანიშნებს.


რესპუბლიკური პარტიის ოფისში, სადაც ოპოზიციური პარტიების ეროვნული საბჭოს სხდომა შედგა, პოლიტიკოსები სიხარულით შეხვდნენ ამ გადაწყვეტილებას. 


”ჩვენ პრეზიდენტს უმტკივნეულო მოგვარებას ვთავაზობდით – საპარლამენტო არჩევნებს გაზაფხულზე,” – განაცხადა რესპუბლიკური პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა, ”მაგრამ სააკაშვილის და მისი გარემოცვის სიჯიუტემ და ხელისუფლების აბსოლუტურად არაადექვატურმა პასუხმა მშვიდობიან დემონსტრაციაზე ძალიან რთულ სიტუაციაში ჩაგვაგდო. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა იპოვა ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტა არსებული სიტუაციის და ეს გადაწყვეტა, მე ვფიქრობ, კარგია მისთვისაც და ქვეყნისთვისაც”.


”ეს არის ხალხის გამარჯვება, ეს არის ხალხის ერთობის გამარჯვება და ეს არის უზარმაზარი წარმატება,” – განაცხადა დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვბილმა ”მოძრაობა ერთიანი საქართველოდან”, ”ჩვენ ეს  წარმატება ბოლომდე უნდა მივიყვანოთ და მოვიგოთ 5 იანვრის არჩევნები. აბსოლუტურად წარმოუდგენელია, რომ სააკაშვილი ხელახლა იქნას არჩეული”.


”ეს იყო ქართველი ხალხის სერიოზული წარმატება, რომელმაც არ დაიხია უკან მიუხედავად უზარმაზარი ზეწოლისა ხელისუფლების მხრიდან,” – განაცხადა დეპუტატმა ზვიად ძიძიგურმა კონსერვატორული პარტიიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version