ქართველი და რუსი დიპლომატები შეხვედრაზე შეთანხმდნენ

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა და ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები განიხილეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ და მისმა რუს კოლეგამ გრიგორი კარასინმა 1 ნოემბერს გამართული სატელეფონო საუბრის დროს.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელონ კონსულტაციები და უახლოეს მომავალში გამართონ შეხვედრა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, იტყობინება საქართველოს საგარეო უწყება.

Exit mobile version