ქართული მხარე შვიდი აფხაზი მებრძოლის გათავისუფლებას აპირებს

თბილისი დათანხმდა გაათავისუფლოს შვიდი აფხაზი მებრძოლი, რომლებიც 20 სექტემბერს მომხდარი შეტაკების შედეგად დააკავეს, იტყობინებიან ქართული და აფხაზური წყაროები.     


ამავე ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხზე შეთანხმება კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძესა და აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას შორის 25 ოქტომბერს სოხუმში გამართული შეხვედრის შემდეგ იქნა მიღწეული.  


20 სექტემბერს საქართველოს პოლიციურ ძალებთან შეტაკების შედეგად შვიდი აფხაზი მებრძოლი დააკავეს, ხოლო ორი ყოფილი რუსი ოფიცერი, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით კონტრაქტის საფუძველზე მსახურობდნენ აფხაზურ ძალებში, დაიღუპა.


”აფხაზ მებრძოლებს მიმდინარე კვირას გაათავისუფლებენ,” – იტყობინება აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი ბაქრაძის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ეს არის ქართული მხარის კეთილი ნების გამოხატულება. აფხაზი სამხედროები აფხაზეთში გაეროს ხელშეწყობით დაბრუნდებიან მას შემდეგ, რაც გარკვეული ფორმალობები მოგვარდება”. 



 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version