რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ დანიელ ფრიდმა დსთ-ს სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარების ”კონკრეტული საკითხები” განიხილეს, იტყობინება რუსეთის საგარეო უწყება.
ამ საკითხებზე სატელეფონო საუბარი რუს და ამერიკელ დიპლომატებს შორის დღეს შედგა.