სოხუმი მხარს უჭერს აფხაზეთში გაეროს მონიტორინგის ზონის გაფართოებას







აფხაზეთის რუქა, გაერო.
დააკლიკეთ დეტალური დათვალიერებისათვის
სოხუმისთვის მისაღებია გაეროს გენერალური მდივნის პან გი მუნის ინიციატივა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მონიტორინგის ზონის გაფართოების შესახებ, იუწყება 9 ოქტომბერს აფხაზეთის ლიდერის ვებ-გვერდი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი შამბას განცხადებაზე დაყრდნობით.

8 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოსადმი აფხაზეთის შესახებ მოხსენებაში პან გი მუნი გამოვიდა ინიციატივით, რომ კონფლიქტის ზონასა და კოდორის ხეობას შორის არსებული ტერიტორიაზე საერთაშორისო მონიტორინგი განხორციელდეს უპილოტო საფრენი აპარატებისა და საარტილერიო რადარის გამოყენებით. ეს ინიციატივა განაპირობა 20 სექტემბერს მომხდარმა შეიარაღებულმა ინციდენტმა, რომელიც გაეროს დამკვირვებელთა მისიის პასუხისმგებლობის ანუ კონფლიქტის ზონის გარეთ მოხდა.

”ჩემი აზრით, გაეროს ეს წინადადება ჩვენს ინტერესებში შედის,”- განაცხადა შამბამ, ”ეს შექმნის უსაფრთხოების სფეროში სიტუაციის გაუმჯობესების საშუალებას ”თეთრ ლაქებში”.


გაეროს უშიშროების საბჭო გენერალური მდივნის მოხსენებასა და გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატის 6 თვით გაგრძელებაზე 15 ოქტომბერს გეგმავს მსჯელობას.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version