თბილისის მერი ოპოზიციის ნაწილს ”მოღალატეებს” უწოდებს

დედაქალაქის მერმა გიგი უგულავამ ”მოღალატეები” უწოდა ოპოზიციის იმ ნაწილს, რომელთაც განაცხადეს, რომ 6 აგვისტოს საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა შესაძლოა განახორციელეს არა რუსებმა, არამედ საქართველოს ხელისუფლების ორგანიზებული იყო.


”როცა მთელი მსოფლიო თანახმაა იმაში და ყველა დოკუმენტი არსებობს იმისა, რომ [მოიერიშე თვითმფრინავი] შემოფრინდა ჩრდილოეთის მხრიდან და ჩრდილოეთით ჩვენ გვყავს ერთი მეზობელი, მხოლოდ თავგაყინულ ადამიანს, მოღალატეს შეიძლება მოუვიდეს თავში აზრად, რომ ეს საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა გააკეთეს,”- განუცხადა დღეს ჟურნალისტებს გიგი უგულავამ, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ.


განცხადებები იმის თაობაზე, რომ დაბომბვის ინციდენტი შესაძლოა საქართველოს ხელისუფლების მიერ გათამაშებული სპექტაკლი იყო, ლეიბორისტების, პარტიების საქართველოს გზისა და იმედის ლიდერებმა –  შალვა ნათელაშვილმა, სალომე ზურაბიშვილმა და ირინა სარიშვილმა გააკეთეს.


უგულავას განცხადებით, შესაძლოა ამ განცხადებების მიზანი ”პანიკის დათესვა” იყოს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version