სუხიტაშვილი თანამდებობას ტოვებს

თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე სუხიტაშვილი თანამდებობიდან გადადგა, განაცხადა თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 19 ივლისს.


მისი თქმით, სუხიტაშვილმა, რომელიც სამხედრო პოლიციის მუშაობას კურირებდა, ჯანმრთელობის პრობლემების გამო დატოვა თანამდებობა.


სუხიტაშვილი ყოფილ თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ოქრუაშვილთან დაახლოებული პირია. მედია საშუალებები აქტიურად წერდნენ გასული წლის ნოემბერში, როდესაც ოქრუაშვილმა მთავრობა დატოვა, რომ სუხიტაშვილიც დაკარგავდა თავის თანამდებობას; თუმცა, მან ამ დრომდე შეინარჩუნა პოსტი.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version