კარასინი მოსკოვში შამბას შეხვდა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 3 ივლისს თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი შამბას შეხვდა.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საუბარი შეეხო 27-28 ივნისს ბონში გაეროს მეგობარი ქვეყნების მონაწილეობით გამართული შეხვედრის შედეგებს და უსაფრთხოების საკითხებზე ოთხმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების განახლების თემას.


”გამოიხატა მზადყოფნა, რომ ხელი შეეწყოს კონფლიქტის მხარეების პოზიციებში პოზიტიური ძვრების შემდგომ განვითარებას, რეგიონალური სტაბილურობის ინტერესების გამყარების შესაბამისად,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება.   


 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version