საქართველო რუსეთთან სამხრეთ ოსეთზე არსებულ შეთანხმებას აუქმებს

საქართველოს პრეზიდენტმა გააუქმა რუსეთთან არსებული შეთანხმება სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ეკონომიკური რეაბილიტაციის პროცესში ურთიერთქმედების თაობაზე.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა შესაბამის ბრძანებულებას 20 აპრილს მოაწერა ხელი, თუმცა ინფორმაცია ამის თაობაზე მხოლოდ 21 ივნისს გავრცელდა.


შეთანხმება, რომელსაც რუსეთმა და საქართველომ 2000 წლის 23 დეკემბერს მოაწერეს ხელი, ასევე ითვალისწინებს ”ურთიერთქმედებას დევნილთა დაბრუნების საქმეში”.


საქართველოს გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე მიიჩნევა, როგორც ქართული მხარის მცდელობა ხელი შეუშალოს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონში იმ პროექტების დაფინანსებას, რომლებიც ქართულ მხარესთან წინასწარი შეთანხმების გარეშე ხორციელდება. ამ პროექტებში ასევე შედის გაზსადენის მშენებლობა, რომელიც სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას ჩრდილოეთ ოსეთს დაუკავშირებს. 
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version