საბერძნეთმა საქართველოს სამხედრო აღჭურვილობა გადასცა

საბერძნეთმა საქართველოს 60 ცალი ნაღმმტყორცნი, 10 ცალი კავშირგაბმულობის საშუალება-რადიოსადგური RACAL და 3000 ცალი სამხედრო-საველე ფორმა გადასცა, იტყობინება საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 18 ივნისს.


აღჭურვილობა, რომელიც საქართველომ გრანტის სახით მიიღო, სულ 184 240 ევროს ღირებულებისაა.


გრანტი გამოიყო 1998 წელს ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version