საქართველოს და საფრანგეთის პრეზიდენტებმა 13 ივნისს პარიზში გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სფეროში შესაძლო თანამშრომლობის საკითხი განიხილეს, ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
”[პრეზიდენტმა სარკოზიმ] განაცხადა, რომ ის გაეცნო საქართველოში მიმდინარე პროექტებს, მათ შორის მათ ეკონომიკურ და ეკოლოგიურ რაციონალურობას. პრეზიდენტმა მიანიშნა, რომ საფრანგეთი მზად არის ჩაერთოს ამ პროექტებში მომავალში,” – ნათქვამია განცხადებაში.
თუმცა, ამ პროექტების დეტალებზე საუბრისგან მან თავი შეიკავა. ინფორმაცია ამის თაობაზე არც ქართულ მხარეს არ გაუვრცელებია.
გავრცელებული ინფორმაციით, 14 ივნისს პრეზიდენტი სააკაშვილი ბირთვულ ენერგეტიკაში საფრანგეთის წამყვანი კომპანიის AREVA-ს აღმასრულებელ დირექტორს ანა ლოვერჟონს შეხვდება.
ქართული მედიის ვარაუდით, მხარეებმა შესაძლოა განიხილონ გეგმები საქართველოში ბირთვული რეაქტორის მშენებლობის თაობაზე; თუმცა, ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)